ბლოგი
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

21 საუკუნის პირველი ათწლეულის უძლიერეს გუნდებს შორის, საპატიო ადგილი უკავიათ “მილანს” და “მანჩესტერ იუნაიტედს”. მსოფლიო ფეხბურთის ამ გრანდებისგან დიდების წლებში არაერთ რეკორდს ვიყავით მიჩვეულები როგორც გუნდურად, ასევე, მათი სუპერვარსკვლავების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეც. ამ ორი გუნდის სიდიდე ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ძველებურად ვეღარ ჩრდილავს მეტოქეებს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მათი მიღწეული რეკორდების კარგად დამტვერილი წიგნი ისევ უნდა გადმოვიღოთ. მაშ ასე… ერთი კვირა, 2 გუნდი და 2 რეკორდი.

რაფაელ ლეაო – “როსონერის” შემტევი გახდა სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი. მას “სასულოს” კარის ასაღებად მხოლოდ 6.2 წამი დასჭირდა. ლეაომ რეკორდი თითქმის 2 სრული წამით გააუმჯობესა და ალბათ, როგორც მინიმუმ, დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებლად იქცა.

სკოტ მაკტომინეი – ამავე კვირაში, ინგლისში, “მანჩესტერ იუნაიტედი” კარგად დავიწყებულ მოსისხლე მტერს “ლიდსს” მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ იორკშირებელებისგან ბევრი კარგი წინააღმდეგობის გაწევას ელოდა, “იუნაიტედის” შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ თეთრებს სალამის თქმაც არ აცადა, 3 წუთში 2 გოლი გაიტანა და საქმე, ფაქტობრივად, მოამთავრა. სკოტი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი.

არ ვიცი, როგორ განვითარდება ამ ორი ახალგაზრდის კარიერა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ორივე ფეხბურთელი ისტორიაში მხოლოდ გასული კვირის გამო მაინც შევა. ისევე, როგორც შევიდა ბევრი, ვისი გვარიც შესაძლოა, დღეს კარგად აღარც გვახსოვდეს.

მაკტომინეი რეკორდსმენი ყველაზე სწრაფად გაფორმებული დუბლის გამო კი გახდა, მაგრამ მატჩის პირველი გოლის გასატანად, არც ისე რეკორდული 69 წამი დასჭირდა. ამ მხრივ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს “საუთჰემპტონი” შეინ ლონგს, რომელმაც “უოტფორდს” 2019 წელს 7.69 წამში გაუტანა.

ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი “ვალოადოლიდის” ყოფილი ფეხბურთელი ხოსება ლორენტეა. მან 2008 წელს “ესპანიოლის” კარი 7.22 წამში აიღო.

2014 წელს კარიმ ბელარაბიმ “ლევერკუზენი” ზუსტად 9 წამში დააწინაურა “დორტმუნდის” წინააღმდეგ, რითაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ლიგა ერთში რეკორდი თითქმის 30 წლის წინ დამყარდა. 1992 წელს “კაენის” ნახევარმცველმა მიშელ რიომ “კანს” 8 სამში გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდსმენია როი მაკაი, რომელმაც 2007 წელს, მადრიდის “რეალის” კარში გოლი 10.1 წამში გაიტანა და მიუნხენის “ბაიერნი” სწრაფად დააწინაურა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს თურქ ჰაკან შუქურს. მან 2002 წელს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გოლი 10.8 წამში გაიტანა.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მოთამაშემ დიმიტრი კირიჩენკომ საბერძნეთს 67 წამში გაუტანა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში დღემდე ყველაზე სწრაფი გოლია.

ზოგადად, კი სანაკრებო ფეხბურთში ყველაზე სწრაფი გოლი კრისტიან ბენტეკეს ეკუთვნის. ბელგიის თავდამსხმელმა 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, გიბრალტარის კარი 8.1 წამში აიღო.

ზოგადად კი, ყველაზე სწრაფი გოლების ათეული ასეთია –

10. ფელიქს სუარესი
Alianza Lima vs. Independiente Santa Fe 1976 წელი – 6.1 წამი

9. ალბერტ მუნდი
Aldershot vs. Hartlepool United, 1958 – 6 წამი

8. გუსტავო რამირესი
Minero de Zacatecas vs. Club Necaxa, 2014 – 4.1 წამი

7. გარეთ მორისი
Ashton United vs. Skelmersdale United, 2001 – 4 წამი

6. დემიენ მორი
Adelaide City vs. Sydney United, 1995 – 3.69 წამი

5. კოლინ ქოუპერთვეიტი
Barrow vs. Kettering Town, 1979 – 3.55 წამი

4. ფედერიკო ჩავესი
America Mineiro vs. Villa Nova, 2003 – 3.17 წამი

3. კარლოს ალმეიდა
FC Oliveira do Hospital vs Atletica de Arganil, 2011 – 3.1 წამი

2. რიკარდო ოლივეირა
Rio Negro vs Soriano Interior, 1998 – 2.8 წამი

1. მარკ ბაროუსი
Cowes Sports Res. vs Eastleigh Res., 2004 — 2.56 წამი

0