დღიური
იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-ის შემდეგ დატოვებს

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-ის შემდეგ დატოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს. 61 წლის სპეციალისტის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად  ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

ლიოვი გერმანიის ეროვნულ გუნდში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2006 წლიდან ჯერ როგორც იურგენ კლინსმანის ასისტენტი, შემდეგ კი როგორც მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი და კონფედერაციის თასი მოიგო. ასევე, გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. გერმანელი სპეციალისტი ორჯერ წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელადაც დასახელდა.

0