ეროვნული ლიგა
დინამოების დუელი ბათუმელებმა მოიგეს

დინამოების დუელი ბათუმელებმა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისისა და ბათუმის ”დინამოებს” შორის გამარჯვება ზღვისპირელებს დარჩათ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გიული მანჯალაძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა და თავისი გუნდი სატურნირო ცხრილში, როგორც მინიმუმ, ხვალამდე გაალიდერა.

თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბათუმურ გუნდს 7 ქულა აქვს. თბილისის ”დინამო” კი 4 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად ესწრებოდა.

დინამო თბილისი“: კვასხვაძე – პაპავა (კ) (კობოურიკობოური, 33), ბენიომონხილი – სპორკსლეიდირადინი, მექვაბიშვილი (ქარდავა, 78), გაგნიძე (კეიტა, 78) – მარუშიჩი, გაბედავა (კუცია, 57), ახვლედიანი (კასტრო, 46).

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭელიძე.

დინამო ბათუმი”: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკიაზაროვი (ნავალოვსკი, 90+2) – ტეიდი (ჩუკვურა, 90+2)ალთუნაშვილი (გროცურეკი, 81) – მამუჩაშვილი (ფანცულაია, 81)რადინი, მანჯგალაძე – ნიქაბაძე (მჭედლიძე, 75).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: გიული მანჯგალაძე (66).

გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე (15), ფაბიან სპორკსლეიდი (24), მილან რადინი (45)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშილი.

 

0