ლეგიონერები
კვარაცხელია მსოფლიო ტალანტების ჩამონათვალში ისევ მოხვდა

კვარაცხელია მსოფლიო ტალანტების ჩამონათვალში ისევ მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია ევროპულმა გამოცემებმა საუკეთესო ტალანტებს შორის ისევ გამოარჩიეს. ამჯერად ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეთა სია შვეიცარიულმა CIES-მა გამოაქვეყნა. ჩამონათვალში შევიდნენ 2000-2003 წლებში დაბადებული ფეხბურთელები, მათ შორის სანჩო, ჰალანდი და სხვები. ხვიჩა 2001 წელს დაბადებულთა სიაში 25-ე ადგილზე მოხვდა. ამავე ჯგუფში შედიან ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან მეისონ გრინვუდი, ბუკაიოკო საკა და როდრიგო.

2001 წელს დაბადებულთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ბუკაიო საკა (არსენალი)
2. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი)
3. ბენუა ბადიაშილი (მონაკო)
4. მირონ ბოადუ (ალკმაარი)
5. ერსინ დესტანოღლუ (ბეშიქთაში)
… 25. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)

0