ლა ლიგა
ვალდესი ”ბარსელონას” მეკარეების მწვრთნელი გახდება

ვალდესი ”ბარსელონას” მეკარეების მწვრთნელი გახდება

”ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი ლაპორტა გუნდის ყოფილი მეკარის ვიქტორ ვალდესის სამწვრთნელო შტაბში მიყვანას აპირებს. მოსალოდნელ დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ”მუნდო დეპორტივომ” გაავრცელა.

39 წლის ვალდესმა სამწვრთნელო კარიერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ის ესპანეთის მე-4 დივიზიონის გუნდის “ორტას” მწვრთნელია.

ესპანელმა მეკარემ მოთამაშის კარიერა 2017 წელს ”მიდლსბროში” დაასრულა. იქამდე კი 2000-წლიდან 2014 წლამდე ”ბარსელონას” მაისურით 500-მდე მატჩი ჩაატარა და თითქმის ყველა საშინაო და საგარეო ტიტული მოიგო.

0